პარტია „გირჩი“ „სამეფოში“ ვაკანსიებს აცხადებს. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ეს არის შანსი, „მიიღოთ მონაწილეობა მიკრო-საზოგადოების შენებაში“.
"ვაკანსიები გირჩის სამეფო კარზე
გირჩის სამეფომ პარლამენტიც მოიცვა, ამ ამბავს კი უფრო სერიოზული მუშაობა სჭირდება, ამიტომ ვაცხადებთ ორ ტექნიკურ ვაკანსიას:
პოზიცია მეორე - “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”
პოზიცია მესამე - “მემონტაჟე-ოპერატორი”
სანაცვლოდ გთავაზობთ საინტერესო კონტენტის შექმნაში მონაწილეობას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.
პოზიცია პირველი - “პარლამენტარის თანაშემწე”
მას მერე, რაც ‘გირჩი’ პარლამენტში სამი დეპუტატით შევიდა, ჩვენს პარლამენტარებს რეგლამენტით ეკუთვნით თანაშემწეები, რომლებიც მათ საპარლამენტო საქმიანობაში დაეხმარებიან.
თუ შეგიძლიათ:
წერა (ქართულად. გამართულად. სხვა დამატებითი ენები პლუსად ჩაგეთვლებათ)
კითხვა (და მერე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა);
ლაპარაკი (გასაგებად);
ადამიანებთან ურთიერთობა (არ ხართ ასოციალური),
და არ გიყვართ საქმის გადადება.
თუ გაინტერესებთ ჩამოთვლილთაგან ერთი სფერო მაინც:
ადამიანის უფლებები;
მართლმსაჯულება;
განათლება;
ჯანდაცვა,
ეკონომიკა.
გამოგვეხმაურეთ, ჩვენ გთავაზობთ:
შესაძლებლობას, იმუშაოთ ჩვენთან ერთად და მიიღოთ გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობაში;
ხელფასს 1000-დან 3000 ლარამდე,
შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაერკვეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში (ზემოთ რაც ჩამოვთვალეთ).
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.
გირჩის სამეფოს ესაჭიროება გამოცდილი, კარგი, დაღვინებული “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”, რომელსაც აქვს დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილება და აქვს როგორც პრეტენზია, ისე ამბიცია, რომ ჩვენი სამეფოს ციფრული მხარე მოაწესრიგოს და ახალ ლეველზე აიყვანოს :))
სამუშაო სრულგანაკვეთიანია და მოიცავს ჩვენთან ერთად ოფისში თუ პარლამენტში მუშაობასაც.
სანაცვლოდ გთავაზობთ ბევრ გამოწვევას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.
გირჩის გაყოფის მერე ვიდეო-კონტენტში მოვიკოჭლებთ. ამ მხრივაც გვჭირდება პროფესიონალის დახმარება.
ვეძებთ ადამიანს, რომელმაც იცის გადაღება და მონტაჟი. შეუძლია ჩვენთან ერთად მოიფიქროს ვიზუალური გირჩობები, დაგვეხმაროს ჩვენი პატარა სტუდიის გამართვას და მუშაობაში.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ"-ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






