გორში სტალინის ძეგლის დადგმის სამუშაოები ადგილობრივი ბუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. აღნიშნულის შესახებ "ნიუპოსტს" სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ არჩილ ჯირკველიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტში სტალინის ძეგლის დადგმისათვის გათვალისწინებული 25 000 ლარის დახარჯვაზე უარი თავად აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენლებმა თქვეს. „მართალია ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაითავლისწინა 25 000 ლარი სტალინის ძეგლის დადგმისათვის, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით ამ თანხის გახარჯვაზე. ჩვენ საკუთარი ძალებით და ძეგლის დადგმის მომხრეთა ფინანსური დახმარებით დავაბრუნებთ გორში სტალინის ძეგლს, რომელიც მისივე სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში დაიდგმე.ა ჩვენ თებერვალში დავაფუძნეთ ფონდი და უკვე ასობით ადამიანმა გაიღო თანხა ძეგლის აღდგენისთვის“ - განაცხადა არჩილ ჯირკველიშვილმა.
ჯირკველიშვილი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუ როდის მოხდება ძეგლის დადგმა, თუმცა დარწმუნებულია რომ „ადრე თუ გვიან სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციაზე ათასობით ხელმოწმერთა სურვილი აღსრულდება და ძეგლი ქალაქს დაუბრუნდება“.
მასალის გამოყენების პირობები






