საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას შეხვედრა დასრულდა.
დახურულ კარს მიღმა მიმდინარე აუდიენციიდან გამოსულმა ჰარცელმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენდატი და განაცხადა, რომ მხარეებმა 19 აპრილის შეთანხმების პირობებსა და მის შესრულებაზე ისაუბრეს:
"საუბარი ეხებოდა 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, შეთანხმების იმპლემენტაციას, ძალაუფების გადანაწილებას, მნიშვნელოვანია რეფორმების დაწყება, რაც შეთანხმებაშია დაფიქსირებული და რაშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის დაგეგმილ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი დღეს.
როგორც ვიცი ამჟამად ორი კანონპროექტია შეტანილი პარლამენტში, მე ვიფქრობ,პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს. მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას, და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ" - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






