შს მინისტრა გუშინ გარეჯში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობისას კვალიფიკაციის შეცვლა ან მუხლების დამატება პროკურატურის საქმეა, თავად კი
"პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე, გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად კანონის.
მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს", - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ დავით-გარეჯში სიუჟეტის გადაღების დროს მთავრი არხის ჟრნალისტს ნინუცა კეკელიას, მის ოპერატორსა და კატოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს სასულიერო პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დამტვრეულია ტელევიზიის კუთვნილი კამერა.
მასალის გამოყენების პირობები






