"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, ემხაურება "მთავარი არხის" ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას და აცხადებს "ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]".
მისივე შეფასებით, "ეს არის უბრალოდ პრეტენზიის წაყენების მცდელობა ხელისუფლებისადმი ოპოზიციის მხრიდან".
"ზოგადად ის, რომ ძალადობა არ შეიძლება, ეს ყველას ეხება, ნებისმიერ ადგილზე. ის, რომ ხელისუფლების ორგანიზებულია, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ხელისუფლებას არაფერში სჭირდება. იმ მონასტერში სასულიერო პირები და მრევლიც იმ სოფლელები არიან, ამიტომ, ეს ამბავი ძალიან სწრაფად და ადვილად გავრცელდება სოფელში.
ეს არის უბრალოდ პრეტენზიის წაყენების მცდელობა ხელისუფლებისადმი ოპოზიციის მხრიდან.
ზოგადად, ივერი მელაშვილი რომ ჩაჰყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა თავისი მთელი მოღვაწეობის ნაწილი შეალია, რომ ემტკიცებინა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი ამა და ამ რუკების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]". - განაცხადა ქადაგიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






