საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გმირად თვლის, თუმცა მას ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, როგორც თავად სააკშვილს. ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელისუფლება მალე შეიცვლება:
"ნავალნის გმირად ვთვლი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მას ისეთი მხარდაჭერა არა აქვს, როგორც მე.
რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებულია და მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ამ წელს აუცილებლად მოხდება, ,,ოცნებამ" არჩევნები მოიპარა, ჩაერივნენ ევროპელები, მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ცოტა შორსაა რეალობისგან, მაგრამ მე და ჩემი გუნდი ვემზადებით არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში ოქტომბერში გაიმართება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






