"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ უქმე დღეების გამოცხადებას ამნისტიის კანონის მიღების გაჭიანურებას უკავშირებს. მისი განცხადებით, კანონპროექტს მაინც მიიღებენ და ნიკა მელია საპატიმროს მაინც დატოვებს:
"პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს. საბჭოთა ტერმინი რომ იყო "მაისკი პრაზნიკები" მოიწყვეს თავიდან ბოლომდე.
ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი არის, სწორედ, ნიკა მელიას გათავისუფლება. ყველაზე მეტ ხანს, 5 კვირა შეიძლება იყოს ის საპატიმრო დაწესებულებაში. ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და ის გათავისუფლდება. არაერთხელ ვთქვით, რომ ამნისტიის კანონამდე გათავისუფლების მექანიზმი არის გირაო, ევროპულ და დასავლურ მხარესთანაც ვართ შეთანხმებულები ამაზე", - აცხადებს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






