საოკუპაციო რეჟმის ტყვებაშ მყოფი ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ იმედებიღა ჰქონდა ოჯახს, თუმცა, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგია. ირმა ბუთხუზი უქმეების გასვლის შემდეგ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს:
"9 თვე, ფაქტობრივად, იმედებში გავატარეთ. ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე ველოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, წინსვლა იქნებოდა, მაგრამ უშედეგოდაა ეს ყველაფერი. ეს უქმეები რომ დამთავრდება, ჩვენ გავალთ და ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს. ჩვენ გარშემო 7 სოფელია, ფეხზე არიან, როგორდ რამე ეშველოს, ყველა გვერდში გვიდგას", - აცხადებს ბუთხუზი.
ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. მას ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დე ფაქტო გამოძება მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






