მმართველი გუნდი პანდემიას რომ ფარად იყენებს, ეს ახალი არავისთვისაა, რადგან საპროტესტო აქციების ჩასახშობად ე.წ. კომენდანტის საათი და გარკვეული სანქციები შემოიღეს, რომელიც, მათი განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული.
ახლა კი, როცა ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი დადგა, ასევე ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციის დღე ახლოვდება, მთავრობამ ახალი წესი შემოიღო - 3 მაისიდან 12 მაისამდე ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც სასწრაფო-გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საჭიროებების ობიექტების გარდა, ყველა სამსახური ისვენებს.
ოპოზიციაში გაჩნდა მოსაზრება, რომ უქმე დღეების შემოღებით ოცნება მელიას ციხიდან გაშვების პროცედურას აჭიანურებს, რადგან მას ოპოზიციის ლიდერის ძალიან ეშინია.
მთავრობი დადგენილებას არ ემორჩილება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც უწყების სამი დეპარტამენტი იძულებული გახადა, უქმე დღეებშიც ემუშავა. დეპარტამენტების თანამშრომლები მედიასთან საჯაროდ საუბარს ერიდებიან და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მინისტრისგან მუშაობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მიიღეს.
"თეა წულუკიანის განცხადება, რომ ის არ ემორჩლება იმ რეგულაციებს, რომელიც მიიღო სახელმწიფომ, პირველ რიგში უპასუხისმგებლობაა. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი ფაქტიურად ქვეყანაში არის პოლიტიკის განმსაზღვრელი და როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში, რა თქმა უნდა, პარლამენტს შეუძლია, ნებისმიერი მომენტში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს სამუშაო ვითარება, შეკრიბოს რეგულაციების დაცვით დეპუტატები და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისთვის იქნება აუცილებელი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლაშა დამენიამ.
მასალის გამოყენების პირობები






