რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულები დაწესებულებაში ნიკა მლიასა და მის ადვოკატებს შორის შეხვედრა დასრულდა. საპატიმროდან გამოსულმა უფლბადამცველებმა ჟურნალისებთან გაკეთეს განმარტება და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს:
"ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა, ამიტომაც ცდილობენ, რომ გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა. არაფერ შუაში არ არის ნიკა მელიას თანხმობა. თუკი ხელისუფლებას სურს, რომ დასრულდეს ნიკა მელიას პატიმრობა, მათ აქვთ სამართლებრივი არა ერთი მექანიზმი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, თავისუფლდება ამის შედეგად ნიკა მელია და შემდეგ დგება რამდენიმე დღიანი, ან კვირიანი ვადა გირაოს გადახდის", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა
უფლებადამცველ დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, გირაოს გადახდას მელიას თანხმობა არ სჭირდება, საჭიროა პროკურატურამ მიმართოს სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით. საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მალე მოუწევს მისი გათავისუფლება:
"ნიკა მელიას დატყვევების გადაწყვეტილება მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, შესაბამისად ახლა მათზეა დამოკიდებული თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამთავრდეს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი განთავისუფლება, ვინაიდან ერთის მხრივ პრობლემას წარმოადგენს ნიკა მელია პატიმრობაში და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო დიდ პრობლემაა ნიკა მელია თავისუფლებაზე. ამიტომ, ხელისუფლებას არ სურს მისი გათავისუფლება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელია უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია იშუამდგომლოს და სასამართლოს ორივე შტო, რომელიცაა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მიღების გადაწყვეტილება", - აღნიშნა საძაგლიშვილმა..
მასალის გამოყენების პირობები






