დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით, გასულ ორ თვესთან შედარებით, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა მართვადია. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორისთვის ეს დიდი ზეწოლას არ წარმოადგენს:
"დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია გიდასტურებთ, რომ არის გაუარესებული, ვიდრე გვქონდა ეს მარტ-აპრილში, მაგრამ არცთუ ისე, ეს ეპიდსიტუაცია იმართება ჯანდაცვის სისტემის მიერ საკმაოდ კარგად. ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისი არიან ექიმები, ასევე ჟანგბადი, წამლები.
ბევრი ფაქტორის გამო, ამიტომ, შემოტანილ იქნა ერთ-ერთი ასეთი მობილობის დაცემის მეთოდოლოგია რასაც ჰქვია არდადგები, მთავარი მიზანი არის მოსახელობა შედარებით ნაკლებად გადაადგილდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






