დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენები უფრო და უფრო იზრდება - ლანდსბერგისი
პოლიტიკა - 10:48, 04 May, 2021     1060

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენები იზრდება.

"სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, სხვადასხვა პრობლემები, ერთი საერთო ფენომენი. რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში იზრდება. სომხეთში რუსი ჯარისკაცები აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად დგანან. ისე, რომ გაუგებარია აზერბაიჯანისგან საფრთხე არსებობს თუ არა, მაგრამ რუსეთს დამატებით ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან ის ლატვიაში 1940-იან წლებს მახსენებს.

44 წლიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანს თავის ტერიტორიაზე "მშვიდობისმყოფელები" ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენები უფრო და უფრო იზრდება.

საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს ახალი ჯარისკაცები შეჰყავს და მათ ტერიტორიაზე ახალ ბაზებს აშენებს.

მთელ რეგიონს თუ დააკვირდებით, ჩანს, რომ რუსეთი ყველგან "კალინგრადს" ქმნის. რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას, ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევას.

ექსპერტები სამივე ქვეყნიდან ერთხმად თანხმდებიან, რომ შეერთებული შტატების გასვლა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერება, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის.

სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მეტი ევროპა სჭირდება. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, შუამავლობა - როგორც, ეს საქართველოში იყო. ევროპა არის რბილი ძალა და სამხრეთ კავკასიას სწორედ ეს სჭირდება. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდება. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის წინ დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით უკან დასაბრუნებელ გზას, შესაძლოა მალე დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს.

P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა, რამდენიმე ინტერვიუ და 5 PCR ტესტი მქონდა. ახლა ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვდგავარ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, კვლავ შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება"- წერს ლანდსბერგისი Facebook-ზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42