გერმანიაში პოლიციამ ერთ-ერთი უმსხვილესი დაფარული საიტი აღმოაჩინა, სადაც მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა პორნოგრაფიის გაცვლა ხდებოდა. საიტს 400 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. საქმეზე 4 კაცი დააკავეს.
პლატფორმა BOYSTOWN 2019 წლიდან არსებობს და ის მხოლოდ დაფარული არხების, ე.წ. დარქნეთის საშუალებით არის ხელმისაწვდომი.
პროკურორის განცხადებით, საიტზე სხვა და სხვა ტიპის ვიდეომასალასთან ერთად ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი შემზარავი კადრებიც იყო გავრცელებული. სამართალდამცავებმა აპრილის შუა რიცხვებში 7 სხვა და სხვა ადგილას რეიდები ჩაატარეს. საქმეზე ქალაქ პადერბორნში, მიუნხენის რაიონსა და ჩრდილოეთ გერმანიაში მცხოვრები 40, 49 და 58 წლის მამაკაცები დააკავეს. სამივე საიტის მართვაშია ეჭვმიტანილი. მეოთხე მამაკაცი, 64 წლის ჰამბურგის მკვიდრი საიტზე 2019 წელს დარეგისტრირდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






