ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა კათოლიკოს-პატრიარქი წინააღმდეგია მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღებისა, პრინციპულად, მაგრამ არსებობს სხვა აზრიც და იმედი მაქვს, რომ ჯერჯერობით პატრიარქი იმდენად მყარად დგას, რომ შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას კიდევაც, მე ვიზიარებ კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ამ მხრივ.
ასეთი დაპირისპირებებით რომ პრობლემები არ წყდება, თქვენც მოგეხსენებათ. პრობლემები შეიძლება კიდევ უნდა გამძაფრდეს და კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს. მე იმედი მაქვს და მჯერა, იქ მოხდება ამ საკითხებზე მსჯელობა და ჩაწყნარება, სადაც რეალურად უნდა მოინახოს ამისი გზები და ქუჩაში ეს არ ხდება, ეს უნდა მოხდეს ეკლესიის წიაღში", - აცხადებს მეუფე.
მასალის გამოყენების პირობები