ისრაელში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.
გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია.
ლაგ ბა-ომერის რელიგიურ დღესასწაულზე ტრიბუნის ჩამონგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, მათ შორის 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მერონის მთებიდან დაშავებულების ევაკუაციისთვის ხელისუფლებამ 300 ავტობუსი გააგზავნა, თუმცა შექმნილი საცობების გამო მათ შემთხვევის ადგილამდე ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით ავტობუსი უახლოესი ქალაქის თამრას მერმა გამოყო.
ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნათანიაჰუ საზოგადოებას მომხდარის გამოძიებას დაპირდა.
ლაგ ბა-ომერი I და II საუკუნეების მიჯნაზე გავრცელებული ეპიდემიის დასრულებისა და მის შედეგად დაღუპულ მორწმუნეთა სხოვნისადმი დაწესებული დღესასწაულია. ამ დღეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ხოლმე.
მასალის გამოყენების პირობები






