როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან საუბრისას ამბობს, აღდგომის დღესასწაულზე კვირასა და ორშაბათს, სასულიერო პირები მივლენ საფლავებზე და აკურთხებენ.
"წელსაც საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რომლებიც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ეს იქნება დისტანცია, თუ სხვა რაიმე. ჩვენ ყველას ვთხოვეთ, რომ ატარონ ნიღაბი ასევე გააკონტროლონ სოციალური დისტანცია. რადგანაც სახელმწიფომ ეს რეგულაცია მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფლავებზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა. საპატრიარქომ შესაბამისი მითითებაც გამოსცა, მღვდელმსახურები გავლენ და აკურთხებენ საფლავებს, ხალხის გასვლის გარეშე", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
სპეციალურად აღდგომის დღესასწაულისთვის ცვლილება შევიდა კომენდანტის საათში ნაცვლად 21:00 - 05:00 საათებისა, შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები