ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის , ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე განმარტებით, ასეთი სულ ორი-სამი შემთხვევაა - ზოგადად რეინფიცირების შემთხვევები, ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში 10-15 შემთხვევა გამოვლინდა.
"რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ 10-15 შემთხვევაზე მეტი არ არის და ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ბრიტანული შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან სწორედ ბრიტანული შტამია და რეინფიცირების სულ 10-15 შემთხვევაა.
რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






