"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი "სტრატეგი აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ნიკა მელია ფავორიტია. წერეთლის განმარტებით, რაც უფრო მეტია ერთიანობა, მით მეტია გამარჯვების შანსი:
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოორდინაცია იქნება აუცილებელი და საერთოდ, რაც უფრო მეტია ერთიანობა, შანსებიც იზრდება იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. თუ ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი დღეს თბილისის მერობის, რა თქმა უნდა ნიკა მელია არის ფავორიტი ამ შემთხვევაში, იმ შედეგებით რაც მან მიიღო თუნდაც იმ მანიპულირებულ არჩევნებში - თბილისში და იმ მთელი ისტორიით და ამ პოლიტიკური ბრძოლით, რომლითაც ის გამოჩნდა როგორც ლიდერი." - აცხადებს წერეთელი.
შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენა "მარცხის ფორმულაა".
მასალის გამოყენების პირობები






