თავდასხმის მცდელობა თემურ ხაჩიშვილზე - "მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილი ხელმძღვანელი "ტვ პირველისთან" ამბობს, რომ მისი გატაცებისა და შემდეგ უკვე ლიკვიდაციის ორგანიზატორი "ქართული ოცნების" იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილია.
ხაჩიშვილის თქმით, მას 12 პირი დაესხა თავს და მათი იდენტიფიცცირება შეძლო. მისივე თქმით, თავდამსხმელებს შორის უშიშროების თანამშრომლებიც იყვნენ და ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
"ეს მათი მხრიდან ჩატარებული მკვლელობის მცდელობაა, რომელიც მათ არ გამოუვიდათ, ეხლა ამას მონათლავენ წერილის მიტანად, დეპეშის მიტანად და სხვა რამედ. ამ ბანდის უკან სამწუხაროდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ლაშა ნაცვლიშვილი, დგას. მას აქვს შექმნილი ბანდები და სამწუხაროდ იყენებს ხელისუფლების სახელს. ტრაგედიაა, როდესაც მკვლელები დათარეშობენ" - ამბობს ხაჩიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






