ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თრომბოზის რისკის გამო საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით ისევ 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები აიცრებიან. ცერცვაძის განმარტებით, რისკი 55 წელს ქვემოთ პირებში არსებობს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში კი თრომბის გამოწვევის ალბათობა მინიმუმია:
"ასტრაზენეკას შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო და 55 წლის ქვემოთ ის მინიმალური თრომბოზის რისკი, რომელიც არსებობს სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია ეს არის ერთეული შემთხვევები, ეს არის მიზერი იმასთან შედარებით რაც კოვიდის დროს ვითარდება თრომბოზები, მაგრამ მიზერიც არ გვინდა დავუშვათ. ასე რომ "ასტრაზენეკას" დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით", - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






