თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობა ჯერ მხოლოდ მოსახლეობის 2%-ია, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა. მისი თქმით, შემსუბუქებაზე მას შემდეგ უნდა ვისაუბროთ, როცა მოსახლეობის 30% მაინც იქნება აცრილი.
"ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ მის შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ეხლა ნუ უკავშირებთ იმიტომ რომ 2% გვყავს აცრილი და ეს პროცენტი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამსუბუქებს, როდესაც 30%-ზე მაინც ავალთ მერე ვილაპარაკოთ, ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება ანუ დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი.
თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ ეს მინისტრმა ბრძანა თუ პირბადეების ხმარება თუ იქნა 90-95% და იქნა ვაქცინაცია მასიური და მთავრობამ არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს, პირბადეები და ვაქცინა და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე", - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






