სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები პატიმრობაში დატოვა - ამ ფაქტით აღშფოთებულმა უცნობმა უკმაყოფილება ვერ დამალა სანაიასა და სხვა ჟურნალისტების მიმართ და განაცხადა, რომ მათი ფსიქოლოგიური ტყვეობის ქვეყ იმყოფება საზოგადოება.
უცნობის თქმით, ქვეყანაში არანაირი სამართლიანობის განცდა არ არსებობს:
„სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს ახალგაზრდები ამ აღდგომა დღესასწაულზე დატოვეს ციხეში, სამწუხაროდ, სანაია ასამართლებს ხალხს და ჟურნალისტების ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ვიმყოფებით ყველა. გამწარებული კაცი სანაიას რა მესიჯს გაუგზავნის, თურმე, ესეც ამ ბიჭების პასუხისმგებლობა ყოფილა. თქვენ გადაწყვიტეთ გარეთ ვინ არიან და ციხეში ვის ტოვებენ, სანამ არ ვიქნებით ყველანი ერთად, ასე გაგვიკეთებენ ყველას, როგორც დღეს ამ ბიჭებს ექცევიან. ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო და სამართლიანობის განცდა არ არსებობს, ისეთი ადამიანები ხდებიან პოლიტპატიმრები, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობაც მთელმა საქართველომ იცის“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






