დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილე აღინიშნება. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დახურვის შემდეგ სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები - დიდგორი-3, დიდგორი მედევაკი და დიდგორი მეომარი, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანები და საარტილერიო დანადგარები დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები






