ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები, დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელ საქართველოს აერთიანებს - ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 12:14, 29 Apr, 2021     950

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა ქართულ ჯარზე, მის ღვაწლსა და აპოლიტიკურობაზე. მისი განცხადებით, საქართველოს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები ჰყავს, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში:

„დღეს ქართული ჯარის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის მემკვიდრე და ღირსეული მემკვიდრე. დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს.

ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები. მისი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, ეროვნული ღირსებისთვის. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის. ამიტომ საზღაურიც იყო დიდი. მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს, ჩვენი ვალია სათანადოდ დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი,

გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, არ მოვაკლოთ ზრუნვა და ყურადღება.

წინ შესასრულებელი ამოცანებია - ჩვენი მთავარი და უცვლელი მიზნები - დეოკუპაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათ შესასრულებლად საქართველოს სჭირდება უწყვეტი და ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, წვრთნები, სწავლებები, უახლესი სამხედრო-ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი პირადი შემადგენლობა და ჩვენ გვჯერა მათი მხარდაჭერის და ამისთვის ძალიან მადლობელნი ვართ.

ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინა მაღალი ორგანიზებულობა და უნარი ნებისმიერი გასაჭირის დროს იდგეს ქვეყნის სამსახურში, აკეთოს ის, რაც საჭიროა მოცემულ მომენტში. თუმცა, პანდემიამ გლობალური მასშტაბის ამოცანებიც დაგვისახა. მან შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი, რაც გამოწვევად იქცა ჩვენთვისაც. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შეგვწევს მასთან გამკლავების ძალა.

დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელ საქართველოს აერთიანებს.

ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი.

ვულოცავ ამ დღესასწაულს საქართველოს სრულიად მოსახლეობას! ვულოცავ მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში თავდადებით მსახურობს! ისინი საქართველოს ელჩები არიან მშვიდობისთვის მებრძოლ მსოფლიოში. ვულოცავ ვეტერანებს!

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. უდიდესია მათი თანადგომა და დახმარება.

ამის ნიშნად და ჩვენი მადლიერებისა და დაფასების ნიშნად, ვაჯილდოებ დღეს სერ სტიუარტ პიჩს. ის, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის გამოირჩეოდა ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით. ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ასევე, სიმბოლურად, იმ დღეს როცა უკვე გამოცხადებული არის ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოებ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებად მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა. ასეთი მაგალითები ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში. თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია!“- განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42