ოცნების დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ენმ-ს ლიდერს ნიკა მელიას რამდენიმე კარი გაუღეს, თუმცა არც ერთიდან გამოდის. მისი თქმით, მელიას საკითხი არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგიდანაც მოხნილია:
"ნიკა მელიას რამდენიმე კარი გაუღეს და არც ერთიდან არ გამოდის, ხან ერთიდან აპირებს გამოსვლას და ვერ გამოვიდა, ხან მეორედან, კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. მისი საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებშიც, ეს აშშ-ის ელჩის, დასავალელი ევროპარლამენტარების კომენტარებიდანაც ჩანს, არ შეიძლება და ვერ მოხდება ერთი პიროვნების დღის წესრიგზე ქვეყნის მორგება, მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს საკითხი თავად ნიკა მელიამ უნდა გადაწყვიტოს და ეს აღარ არის მათი ინტერესის სფერო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცებულია ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მიერ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






