"ცესკოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება"
პოლიტიკა - 19:23, 28 Apr, 2021     1402

ცეკსო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც , ცესკოში განხორციელდა რეორგანიზაცია , და აცხადებენ , რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

"დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, შეფასდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად და ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკოს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, მაგალითად, არც კი არსებობს.

მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. თუ მომავალში იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციების განსახორციელებლად შეიქმნა, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

დღეს ასევე ითქვა, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას. ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით, იმგვარად, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარე ყველა სიახლე იყოს ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ცესკო მოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის დროს და შესაბამისად მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პრეს-სპიკერი. შეგიძლიათ იხილოთ შინაგანაწესი, სადაც დაცულია მედიასთან ურთიერთობის ყველა სტანდარტი.

მანიპულირება თემით, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას თანამშრომლები ტოვებენ და ეს რაიმე კონკრეტულზე მიუთითებს - ასევე არის არასწორი და მიმართულია ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, - რაც არაერთხელ ითქვა ჩვენს მიერ. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ცესკოს დისკრედიტაციაზე და ხშირად გადაიზრდება ხოლმე ხელმძღვანელი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რაც ასევე ინსტიტუციას აყენებს ზიანს”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42