საერთაშორისო ორგანიზაცია "Freedom House" 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხება - კერძოდ, საუბარია ოპოზიციის ბოიკოტსა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავებაზე.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო.
"საქართველოში ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოცხადებულმა ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ნათლად აჩვენა, ქვეყნის ბოლო დროინდელი რეფორმების მცდელობის დასასრული. საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო მაშინ, როცა დღევანდელი მმართველი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა.
კიდევ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში მყოფი ოპოზიციური ჯგუფები თავს იძულებულად თვლიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს არათანაბარი სათამაშო წესების გამო. გამარჯვებულებს ლეგიტიმაციას ართმევენ და მთელი ყურადღება სერიოზული დარღვევებისკენ გადადის, ეს კი ამომრჩეველს ცვლილებებისთვის დარჩენილ მცირე შესაძლებლობას ართმევს. არჩევნებს ყოველთვის არ გამოჰყავს ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმიდან, მაგრამ შანსი 0-მდე ეცემა, როცა არავინ, არაფერს ცდილობს",-ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






