პეტიციის მიზანი ბაზარზე არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსწორება და რძის პროდუქტების წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებაა.
"მთავრობის მიერ დღემდე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სურსათის ფალსიფიკაციის აღმოსაფხვრელად. არადა ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა რძის პროდუქტების ბაზარზე - საქართველოში ამ ბაზრის 90% უკავია პროდუქციას, რომელიც მცენარეული ცხიმების გამოყენებით არის დამზადებული. საერთაშორისო სტანდარტით ასეთი პროდუქტები რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს. თუმცა ეს ნორმა საქართველოში არ მოქმედებს, რის შედეგადაც ქართველ მომხმარებელს ნამდვილი რძის პროდუქტის ფალსიფიცირებულისგან გარჩევის საშუალება არ აქვს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განმარტებით, აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომხმარებლებისთვის სასიკეთო ცვლილებების ინიცირების მოლოდინს აზრი აღარ აქვს, რის გამოც დროა ხმა მომხმარებლებმა აიმაღლონ.
"2013 წლის 6 დეკემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც რძის პროდუქტების ქართული ბაზრის პრობლემებს ეხებოდა, ჩვენ საშუალება მოგვეცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისთვის პირდაპირი კითხვა დაგვესვა, თუ რატომ ვერ მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთი წლის განმავლობაში ერთაბზაციანი ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც ამ მდგომარეობას გამოასწორებდა. მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, სექტორი ამისთვის მზად არ არისო. მისი ამ პასუხიდან გასაგები გახდა, რომ სამინისტროს მიერ სურსათის კანონმდებლობის ცვლილების გაჭიანურება შემთხვევითი მოვლენა არ არის, რომ ეს სამინისტროს გამიზნული და გააზრებული ტაქტიკაა. დღეს ჩვენთვის უკვე აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომხმარებლებისთვის სასიკეთო ცვლილებების ინიცირების მოლოდინს აზრი აღარ აქვს. დროა მომხმარებლებმა ხმა ავიმაღლოთ და ჩვენი ინტერესები თავად დავიცვათ", - აღნიშნავენ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.
პეტიციის ტექსტი ასე ჟღერს: "უკვე ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. მომხმარებლებს იმედი გვქონდა, რომ მთავრობის გამოცვლა და ქვეყნის მმართველობიდან ლიბერტარიანული იდეოლოგიის გუნდის ჩამოშორება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
ჩვენი იმედები ნაწილობრივ გამართლდა: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა _ გაიზარდა სურსათის საწარმოების ინსპექტირებათა რიცხვი, მათ შორის მომხარებელთა საჩივრების პასუხად განხორციელებული ინსპექტირებების. გაიზარდა სააგენტოს გამჭვირვალობა, ბაზარზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ხშირად ხვდება მედიაში. მისასალმებელია აგრეთვე, რომ არასამთავრობო სექტორს საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო სურსათის უვნებლობის კოდექსის ცვლილების პროექტის მომზადებაში. თუმცა მთავრობის მიერ დღემდე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სურსათის ფალსიფიკაციის აღმოსაფხვრელად. არადა ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა რძის პროდუქტების ბაზარზე - საქართველოში ამ ბაზრის 90% უკავია პროდუქციას, რომელიც მცენარეული ცხიმების გამოყენებით არის დამზადებული. საერთაშორისო სტანდარტით ასეთი პროდუქტები რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს. თუმცა ეს ნორმა საქართველოში არ მოქმედებს, რის შედეგადაც ქართველ მომხმარებელს ნამდვილი რძის პროდუქტის ფალსიფიცირებულისგან გარჩევის საშუალება არ აქვს. 2013 წლის 6 დეკემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც რძის პროდუქტების ქართული ბაზრის პრობლემებს ეხებოდა, ჩვენ საშუალება მოგვეცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისთვის პირდაპირი კითხვა დაგვესვა, თუ რატომ ვერ მოახერხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთი წლის განმავლობაში ერთაბზაციანი ნორმატიული აქტის მიღება, რომელიც ამ მდგომარეობას გამოასწორებდა. მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა: "სექტორი ამისთვის მზად არ არისო". მისი ამ პასუხიდან გასაგები გახდა, რომ სამინისტროს მიერ სურსათის კანონმდებლობის ცვლილების გაჭიანურება შემთხვევითი მოვლენა არ არის, რომ ეს სამინისტროს გამიზნული და გააზრებული ტაქტიკაა. დღეს ჩვენთვის უკვე აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომხმარებლებისთვის სასიკეთო ცვლილებების ინიცირების მოლოდინს აზრი აღარ აქვს. დროა მომხმარებლებმა ხმა ავიმაღლოთ და ჩვენი ინტერესები თავად დავიცვათ. ამიტომ ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივა, რომელშიც თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. გადადით ამ მისამართზე და შეუერთდით პეტიციას რძის პოდუქტების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ! ჩვენ ამ პეტიციას და ხელმომწერთა სიას გავუგზავნით საქართველოს პარლამენტს და მოვთხოვთ ისეთი კანონის ინიცირებას, რომელიც მომხმარებლებს რძის პროდუქტების ფალსიფიკაციისგან დაიცავს", - ნათქვამია პეტიციაში.
მასალის გამოყენების პირობები






