პარლამენტში შესული ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას მართავს. ხელისუფლების ოპონენტები ამ წუთებში "სტრატეგი აღმაშენებლის" ოფისში იკრიბებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი შეთანხმებასთან აცდენილია და მისი მიღებით ოცნება დანაშაულის ჩამორეცხვას ცდილობს.
"უნდათ, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ, ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ეგ არ ყოფილა შეთანხმებული მოლაპარაკების მაგიდასთან არც ერთ მომენტში, საერთოდ დისკუსიაც არ ყოფილა. რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ეს არის ხელშეკრულებიდან გასვლა.
ჩემი აზრით, ვიღაცამ ვიღაცა რომ დააზიანა ეს შეიძლება კონვენციური დანაშაული არ იყოს, მაგრამ დაზარალებულის თანხმობის გარეშე, მე არ ვთვლი, რომ მე მაქვს ვინმესთვის პატიების უფლება", - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამნისტია იმ ადამიანებს არ უნდა შეეხოთ, ვინც განზრახ დააზიანეს ადამიანების ჯანმრთელობა და ვინც უშუალო ბრძანება გასცა დარბევის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






