სალომე სამადაშვილმა საპატიმროში ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი ძალიან კმაყოფილია გიორგი რურუას გათავისუფლებით, ახლა კი ოპოზიციას მოუწოდებს, შეინარჩნოს ერთიანობა. მან ასევე მელიას პოზიციაზე ისაუბრა, რომელიც სამადაშვილის დოკუმენტზე ხელის მოწერას ეხება და აღნიშნა, რომ ნიკამ კარგად იცის, ეს გადაწყვეტილება მან ქვეყნის სასიკეთოდ მიიღო:
"ნიკა არის ძალიან მხნედ, ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა, მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად
ნიკამ კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც მივიღე, იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მან იცის, როგორ ვაფასებ მე პროცესებს, შეიძლება, ის არ ემთხვეოდეს ყოველთვის მის აზრს. ახლა მთავარია, ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ"-თქვა მან. ", - განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






