სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრების საკითხს ხელისუფლების მიერ რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერებად აფასებენ. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გაზრდილი სანქციებითა და პატიმრობის გახანგრძლივებული ვადით დაინიცირდება. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, ხელისუფლება პროტსტის ჩახშობის მიზნით ცდილობს სხვადასხვა ზომები გაამკაცროს, თუმცა, ეს მათ ხელს არ შეუშლის, უსამართლობასთან ბრძოლა გააგრძელონ:
"ეს არის რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას, ჩვენ ვიცით რომ ყოველგვარი სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე ხდება ხოლმე ჩვენი დაკავება და შემდგომში ადმინისტრაციული სახდელების დაწესება. თანხის გადახდის მხრივად 3 500 ლარიდან 5 ათას ლარამდე არის გაზრდილი და ეს რა თქმა უნდა იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც არიან ახალგაზრდები და მაქსიმუმ მუსაობდნენ იმისთვის, რომ სწავლის ფულს იხდიდნენ არის ძალიან დიდი ტვირთი", - განაცხადა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ამით ხელისუფლება აანონსებს რეპრესიების ახალ ტალღას, იმდენად დიდია სანქცია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, უთანაბრდება სისხლის სამართლის ბრალდება", - აღნიშნა აქტივისტმა ალიკა კუპრავა.
მასალის გამოყენების პირობები






