პარტია "ტრიბუნას" ლიდერი ოპოზიციისპარლამენტში შესულ ნაწილს რეპუტაციადაკარგულებს უწოდებს.
იგი ამბობს, რომ ისინი იმ მორალს და ზნეობას ებრძვიან, რომელიც ნიკას აქვს შენარჩუნებული და იმ სიმტკიცის წართმევა უნდათ მისთვის, რომელიც ნიკას ციხეში ჯდომაში ეხმარება
"პარლამენტში შესული რეპუტაციადაკარგულები დღეს იმ მორალს და ზნეობას ებრძვიან, რომელიც ნიკას აქვს შენარჩუნებული და იმ სიმტკიცის წართმევა უნდათ მისთვის, რომელიც ნიკას ციხეში ჯდომაში ეხმარება.
ეს იმის ბრალია, რომ თავადაც იმ ცვლილებების გარშემო კი არ გაერთიანდნენ, რომელიც ხალხს სჭირდება, დროებითი საჭიროების გარშემო გაერთიანდნენ, მერე რომ უფრო სარფიანად ევაჭრათ ცალ-ცალკე.
ამით კი საბოლოოდ, მხოლოდ „ოცნებას“ „გაუპრავეს“.
ანუ, სანამ მთავარი აქტორი ციხეშია, და ნარჩენები ვაჭრობდნენ, ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა, ოპოზიციური ერთობა - გახლეჩილი...
შედეგი შემედგომაზე, ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად დადგება.
რადგან, პარლამენტში შესული, რეპუტაციადაკარგული ოპოზიცია დაკარგავს ხმებს, რაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ აწყობს" - დავით ჭიჭინაძე
მასალის გამოყენების პირობები






