ამნისტია ეხებათ როგორც პროტესტის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცველებს, საკითხი დახურულია, წერტილი – არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 23:48, 27 Apr, 2021     1045

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობ, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენებისას ბრალდებულ ყველა პირს შეეხება – როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სამართალდამცველებს:

“პარლამენტი ვერ იხელმძღვანელებს ინტერპრეტაციებით, ყველამ უნდა იხელმძღვანელოს იმ ტექსტით, რომელიც იყო ხელმოწერილი.

დიახ, ტექსტში არ წერია პოლიციელებზე და როცა ამას აზუსტებს პოსტ-ფაქტუმ ქალბატონი სამადაშვილი, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, მათ ეს ძალიან კარგად ჰქონდათ განმარტებული და ხელი მოაწერეს მხოლოდ ამ განმარტების შემდეგ. ტექსტში რაც წერია, არის სიტყვა-სიტყვით შემდეგი: რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც რჩება პოლიტიკური დაპირისპირების საგნად, ამ ამნისტიით უნდა დაიხუროს ისე, რომ მომავალში აღარ იყოს დაპირისპირების საკითხი. შესაბამისად, ეს ტექსტი პირდაპირ აცხადებს იმას, რომ როგორც ნიკანორ მელიას და პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას ახორციელებდნენ, ასევე, ადამიანებს, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული, რომ, შესაძლოა, მათ გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, უნდა შეეხოთ ამნისტია.

ამნისტია ეხებათ როგორც პროტესტის მონაწილეებს, ვინც დაარღვია კანონი, ასევე, იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც დაარღვიეს კანონი. რაც შეეხება ევროკონვენციის მესამე მუხლს, რომელიც უკავშირდება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, და სიცოცხლის უფლებას, ამ შემთხვევებში, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ეს ამნისტია ასეთი ტიპის დანაშაულზე ღა გავრცელდება. შესაბამისად, თუ პროტესტის რომელიმე მონაწილესთან დადასტურდება, რომ ეს მუხლი იყო დარღვეული, რა თქმა უნდა, ამნისტია არ დაფარავს ამას. ასე რომ, ეს საკითხი დახურულია, წერტილი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “ღამის კურიერში”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42