თუ ოპოზიცია გაიყოფა, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამტვ პირველთან . პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საზოგადოება ოპოზიციაზეც განაწყენდეს.
" ერთმანეთი შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ და რეალობას შევეგუოთ. რომ ოცნება უმძიმეს კანონპროექტს მიიღებს და რეალობად აქცევს. ისე გააკეთებს, რომ აპელირებას მოახდენს ხელმოწერის შეთანხმებაზე. მასთან მოდავება რთული იქნება, ჩვენ ამ ვითარებაში გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. და გამოსავალი მიუხედავად ბევრი წყენისა და შეუთანხმებლობისა, უნდა გავუფრთხილდეთ ერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნება არაფერს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ 43 %-იანი ზღვარი იქნება ის, რაც საზოგადოებას თავქუდმოგლეჯილი წაიყვანს არჩევნებზე, ამის არ მჯერა, არადგან 20 ივნისი, ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი თუკი გადაიწერა საქართველოს პარლამენტში, ქართული საზოგადოება სამართლიანად აღშფოთდება ოპოზიციაზე და ოცნებაზე ხომ საერთოდ.აქ უნდა ვიყოთ ფრთხილი, აქ საერთოდ გაიყოფა ოპოზიცია და ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. მორალური უპირატესობის გარეშე ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ," - ამბობს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






