მელია: ოცნება კანონში ჯალათებს ჩაწერს, იმედია, ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
პოლიტიკა - 23:14, 27 Apr, 2021     1091

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამნისტიის კანონპროექტში ყველა მოძალადე ჩაწეროს.

ნიკა მელიას იმედი აქვს, "ოპოზიცია იმას მაინც მოახერხებს, რომ კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას".

"ძალიან ვგულშემატკივრობ ოპოზიციის ერთიანობას. ციხეში მყოფისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ელემენტარულ დონეზეც პაექრობას როდესაც ადევნებ თვალს ოპოზიციას შორის. 1 წლის წინ, როდესაც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აკრიტიკებდა მეორეს, ამაზე განვიცდიდი და ახლა წარმოგიდგენიათ, რა გრძნობები მეუფლება? მძიმე დღე გვიდგას, შეცდომებზე მითითებას, ვისი ბრალია, რა და როგორ მოხდა, აზრი აღარ აქვს, განსაკუთრებით, აქედან. გამოსავალი უნდა ვეძებოთ, დარწმუნებული რომ ვარ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა მოძალადეს და ე.წ. ჯალათს, ყველა, ვინც ერთხელ მაინც ისროლა და იძალადა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, ყველას ჩაწერს კანონპროექტში ქართული ოცნება. მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩვენ რას ვამბობთ - მოგვეწონება, არ მოგვეწონება, ოპოზიცია იძულებული იქნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს, იმიტომ, რომ მოძალადეებს ჩაუწერენ იქ, არც ჩამკეტს დააყენებენ და არც დაზარალებულთა თანხმობას ჩაწერენ. ქართულ ოცნებას ვერც ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება იტყვის - ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი, რის თანახმადაც ყველაზე უნდა გავრცელდეს შეთანხმება და ეს ასე წერია - რაც მართალია, მართალია.

იმედი მაქვს, ოპოზიცია იმას მაინც მოვახერხებთ, რომ კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას, რომ შანსი დაგვრჩეს გადარჩენის. ქართული ოცნება რომ ჩაწერს, ეჭვი არავის ეპარება და რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაწეროს?" - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42