რა გელით მაისში - თვის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:50, 27 Apr, 2021     13018
ვერძი
მოიმატებს სიცოცხლის ხალისი, შეყვარების, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. მოგინდებათ თქვენი ბედნიერების სხვებისთვის გაზიარება. შეიძლება მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განახორციელოთ ახალი, შემოქმედებითი იდეები, რითაც გაიუმჯობესებთ შემოსავალს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. თვე ისე გადაანაწილეთ, რომ საოჯახო საქმეებისთვისაც დაგრჩეთ დრო. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. კარგი იქნება ბინაში ინტერიერის განახლება, ავეჯის გადაადგილება. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ქრონიკული დაავადებების გამწვავება არ გელით. მთავარია, თავად არ შეუქმნათ საფრთხე საკუთარ თავს.

კურო

აპრილის ბოლოდან თქვენი ვარსკვლავური დრო დგება და მთელი თვე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოთ მომართული. გააქტიურდით სამსახურშიც და სახლშიც. ყველგან ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ. იყავით მომართული განვითარებაზე, წინსვლაზე. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯის, სტილის შეცვლა გადაწყვიტოს. შეიძლება ცხოვრება დაუკავშიროთ ადამიანს, ვინც კომფორტს შეგიქმნით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია საბანკო სფეროსთან, სილამაზესთან, ბუღალტერიასთან. მოერიდეთ ახლობლებთან, მეზობლებთან - იმ ადამიანებთან, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გაქვთ - კამათს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიმართეთ სპეციალისტს. საკუთარი თავის კარგად ყოფნისთვის ნურაფერს დაიშურებთ.
ტყუპი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი არასაკმარისად გაფასებთ. მოერიდეთ მისთვის შენიშვნების მიცემას. პრეტენზიებმა შეიძლება დააზარალოს თქვენი ურთიერთობა. მოერიდეთ კამათს ფულის გამო. მარტოხელებს მოგინდებათ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა. თვის ბოლოსკენ სიტუაცია გამოსწორდება. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. აქტიურად იქნებით დაკავებული მატერიალური საკითხების მოგვარებით, საკუთარი ქონების გადახარისხებით, გაუმჯობესებით. მიიღეთ ვიტამინების კურსი, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, მოერიდეთ დაავადების, ვირუსის მქონე ადამიანებთან ახლო კონტაქტს. თვის მეორე ნახევრიდან კი მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად განვითარება. მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება. შეიძლება თქვენთვის საინტერესო კურსებზეც კი ჩაეწეროთ. ამასთანავე, მოგინდებათ სამყაროსთვის თქვენი თავის წარდგენა, თქვენი ნიჭის სახალხოდ გამოვლენა.

კირჩხიბი
თვის დასაწყისში რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და შეიძლება ახალ სიყვარულს ან მეგობრების წრეში შეხვდეთ, ან მეგობრების დახმარებით. აი, თვის ბოლოს კი მეტად გულჩათხრობილი გახდებით და პირად გრძნობებზე საუბარი აღარ მოგინდებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება ფარული რომანი გააბათ. გირჩევთ, თქვენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანოთ და არავის მოუყვეთ თქვენი სასიყვარულო თავგადასავლების, პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგი შეიძლება ახლა გაწევრიანდეთ რაღაც ინტერესთა ჯგუფებში ან მეგობრებთან ერთად დაიწყოთ მუშაობა. გამონახეთ დრო სპორტისთვის, აიყოლიეთ მეგობრები. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ და ბასრ საგნებთან, ცეცხლთან.

ლომი
რომანტიკული ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავლები მოიმატებს. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ თქვენს კოლეგასთან ან ადამიანთან, ვინც თანამდებობით ან ასაკით თქვენზე უფროსი იქნება. იყავით დაკვირვებული, რომ სასიყვარულო თავგადასავლებს აყოლილმა არ შეილახოთ რეპუტაცია და არ შეირცხვინოთ სახელი. მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა, დაწინაურება. ზოგიერთმა შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლაც კი გადაწყვიტოთ. იყავით ამბიციური, მაგრამ ნუ შეილახავთ ავტორიტეტს. მაისში კარგად შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას და არ გაგიჭირდებათ, რომ უხელმძღვანელოთ დიდი რაოდენობის ადამიანებს. შეიძლება საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც კი გაწევრდეთ, რათა სხვებს დაეხმაროთ. კარგი იქნება, თუ დილაობით ვარჯიშს დაიწყებთ. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ ტრავმებს.

ქალწული
მთელი თვის განმავლობაში დაინტერესებული იქნებით უცხოელებით, უცხო კულტურით. შეიძლება უცხო ენის შესწავლაც გადაწყვიტოთ. გამორიცხული არაა, სამსახურში გააბათ რომანი ან გაიცნოთ თქვენზე მეტად წარმატებული ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობას გააბამთ. ზოგიერთს კი შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერაში წარმატების მისაღწევად. შეყვარებულებმა შეიძლება ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტოთ. ქორწინება საზოგადოებაში სოციალურ სტატუსს აგიმაღლებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოერიდეთ კონტრასტული პროდუქტების - ცივი წყლისა და ცხელი სადილის მიღებას. შეამცირეთ ცხიმიანი, ცხარე, ალკოჰოლი.

სასწორი
თვის დასაწყისში დაკვირვებული და აკურატული უნდა იყოთ, რომ არც სასიყვარულო სფერომ დაგაზიანოთ და არც მატერიალურმა თემებმა. მეორე დეკადიდან გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი უცხოურისადმი. შეიძლება მიიღოთ შემოსავალი საზღვარგარეთიდან, გააბათ რომანი უცხოელთან. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს. მოგინდებათ ფილოსოფიურ, რელიგიურ თემებზე მსჯელობა, ჩაღრმავება. გაფრთხილდით, ავანტიურისტებთან არ გააბათ რომანი. გამორიცხული არაა, რომ გაგიტაცოთ ეზოთერიკულმა, ოკულტურმა და სულიერმა მეცნიერებებმა. გაგიმძაფრდებათ სექსუალური ენერგია. შეიძლება გაიჩინოთ ახალი სექსუალური პარტნიორი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა. კარგ შედეგს მოგიტანთ სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

მორიელი
თვის დასაწყისში სიყვარულისთვის უნდა მოიცალოთ, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, იყოთ რომანტიკული. მარტოხელებმა უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და გაიცნოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ და მრავალფეროვანი გახდება თქვენი სექსუალური ცხოვრება. ზოგიერთის პარტნიორს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა და თქვენც ისარგებლებთ მისი ფულით. ამასთან, თქვენ კატეგორიულად არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში, სასიყვარულო სამკუთხედში ჩართვას. მოგინდებათ ქალაქგარეთ მოგზაურობა, უცხო ენების შესწავლა, საინტერესო ადამიანებთან საუბარი, თვალსაწიერის გაფართოება. მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნება დაკავშირებულია სტრესთან, გამოუძინებლობასთან. ისწავლეთ მოდუნება.

მშვილდოსანი
მაისის დასაწყისში დაიწყეთ ვარჯიში, სწორად კვება. შეიცვალეთ სამსახურის გრაფიკი, რათა მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის. სამსახურში იყავით ორიენტირებული საკუთარ წინსვლაზე, საკუთარი თავის სამსახურში, საზოგადოებაში ლამაზად წარმოჩენაზე. ზოგიერთებმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. უკვე შეყვარებულებს კი გაქვთ ყველა რესურსი, რომ დაარეგულიროთ ერთმანეთთან ურთიერთობა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ ან საქმეების გამო, ან შინაური ცხოველების საკითხების მოგვარებისას. გაგიჩნდებათ შანსი, რომ მიიღოთ მატერიალური სარგებელი ბიზნეს ან სასიყვარულო პარტნიორებისგან, ბანკისგან, სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ზოგიერთს გაიტაცებს ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, შეიძლება დეტექტივებმაც კი დაგაინტერესოთ ან თავად სცადოთ ჩახლართული სიტუაციის გამოძიება.

თხის რქა
საყვარელი ადამიანი მეტად უნდა გაანებივროთ მზრუნველობით, საჩუქრებით. იყავით მის მიმართ რომანტიკული. დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში. მაისი ის თვეა, როცა ფულის ხარჯვა მოგიწევთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველი გაიჩინოს. დროის გატარება მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან, შვილებთან. შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი მოგეძალებათ. მარტოხელები მზად იქნებით რომანტიკული ნაცნობობისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მეტად მეგობრული გახდებით. გირჩევთ, ენერგია მეორეხარისხოვან საქმეებზე არ დახარჯოთ. იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე. ზომიერებას გირჩევთ კვებასა და ალკოჰოლში.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. უფრო თბილი და რომანტიკული გახდებით მის მიმართ. მოგინდებათ რომანტიკული საღამოების მოწყობა. თვის ბოლოსკენ მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლების, ფლირტის სურვილი. დაწყვილებულებსაც კი მოგინდებათ სიყვარულში ცვლილებები. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. განაახლეთ ოჯახური ტრადიცია ან მოაწყვეთ ოჯახური სადილი და ერთად შეკრიბეთ მთელი ნათესაობა. სამსახურში წვრილ-წვრილი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სამსახურში, კოლეგებთან. შეიძლება სხვების საქმეების შესრულებაც კი მოგიწიოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა.

თევზები
მაისის დიდ ნაწილს მიმოსვლებში, ნათესავებთან, მეზობლებთან შეხვედრებში გაატარებთ. გახშირდება გადაადგილება ახლო მანძილზე. შუა მაისიდან დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს. შეიძლება ზოგიერთს სახლიდან მოგიწიოთ მუშაობა. შეიძლება გადაწყვიტოთ ბავშვებისთვის შინაურული განათლების მიცემა, ჩართოთ ისინი საოჯახო საქმეებში. თვის დასაწყისში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა უფრო გაასერიოზულოთ და თქვენი შეყვარებული ოჯახის წევრებსაც კი გააცნოთ. შინ მოგინდებათ კომფორტის შექმნა, საოჯახო პირობების გაუმჯობესება. თვის ბოლოს კარგი შანსი გეძლევათ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეტად ჰარმონიული გახადოთ მათთან ურთიერთობა. დაქორწინებულებმა მეუღლეს შინაურული რომანტიკული საღამოები მოუწყვე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42