ბრაზილიაში მამაკაცმა დამნაშავეს, რომელმაც მისი ნათესავი გააუპატიურა, სასქესო ორგანო მოაჭრა და გარეულ ღორებს აჭამა.
36 წლის მამაკაცმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დამნაშავემ მისი 20 წლის ბიძაშვილი გააუპატიურა და მასზე ფიზიკურადაც იძალადა.
20 წლის დაზარალებულის ვინაობა არ სახელდება, თუმცა როგორც ცნობილია მან თავის დაღწევა მას შემდეგ შეძლო, რაც ძალადობის შემდეგ დამნაშავე დათვრა და დაიძინა.
19 აპრილს მოძალადეზე შური დაზარალებულის ბიძაშვილმა, მეგობარმა მამაკაცმა და ბიძამ იძიეს. მას თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ შარვალი გახადეს, სასქესო ორგანო მოაჭრეს და გარეულ ღორებს მიუგდეს.
დაშავებულმა სახლამდე მიღწევა შეძლოა და მიუხედავად ძლიერი სიხლდენისა სასწრაფო დახმარებს მისვლამდე გასტანა. ექიმებმა მას დახმარება აღმოუჩინეს.
პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ექიმებმა დაშავებულის გენიტალიის აღდგენა ვერ შეძლეს, რადგან დანაშაულის ადგილზე გადაგდებული სასქესო ორგანოს საძიებო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა და დაასკვნეს, რომ ის ღორებმა შეჭამეს.
ორი თავდამსხმელი დაკავებულია. უცნობია გასამართლდება თუ არა დაშავებული მამაკაციც ქალზე სექსუალური ძალადობის მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






