გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მან საპატიმროთან ოჯახის წევრები , მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიის წევრები დახვდნენ.
გიორგი რურუამ გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
"თავისუფლებას ჯერ ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, არის მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს...
...პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიომრობა. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია, ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ", - ამბობს გიორგი რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






