უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან - სააკაშვილი
პოლიტიკა - 16:16, 27 Apr, 2021     1091

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ. მისი განცხადებით, აუცილებელია, ნიკა მელია გათავისუფლდეს დამამცირებელი პირობების გარეშე, თავად კი მიეცეს საშალება, ჩამოვიდეს საქართველოში და ურთიერთობა ჰქონდეს მხარდამჭერებთან:

„პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული.

მეორე, უნდა შეწყდეს უამრავი ადამიანის პოლიტიკური დევნა. მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმალაძის და უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, არის საქართველოსთვის ძალიან თავდადებული და დამსახურებული ხალხი.

მესამე - მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგემული, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში, ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე. ეს უმძიმესი კრიზისი, როდესაც ყველას თვალი აქვს გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ უკვე გადააჭარბა ყველანაირ საზღვარს, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ პოლიტიკური დიალოგით დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგენენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ ვთქვათ, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ. არ აადვილებს, პირიქით, გვიძნელებს. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე. მე მინდა, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს, მე მინდა, რომ ევროკავშირის და სხვების შუამავლობის პროცესს რეალური შედეგები მოჰყვეს და ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება და ამ ყველაფრის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მაინც არ დადგება და ნამდვილად არ შედის ეს არავის ინტერესებში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42