მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დავით ბაქრაძე სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ დაესწრო. როგორც მან განმარტა, სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან:
"პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია - საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ", - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






