"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ რეალურად კრიზისი არ დასრულებულა, რადგან ის პარლამენტში დეპუტატთა შესვლით არ სრულდება. ჯაფარიძის განმარტებით, კრიზისი ადამიანების რწმენის დაკარგვაა, რომლებსაც ქვეყანაში ცხოვრება აღარ უღირთ:
“არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის - კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა - ეს საერთოდ არაფერს ცვლის, მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს, პირველ რიგში კი, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა იმისა, რომ შეიძლება ღირდეს დარჩენა და ცხოვრება. ყველა გაქცევაზეა! ეს არის მთავარი კრიზისი. ვიდრე ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, აქ ცხოვრება ღირს, მანამ ეს კრიზის დაძლეული არ იქნება. ორი პარლამენტარი შემოვა თუ ოცდაორი, ეს არაფერს შეცვლის.
ამ პარლამენტის, აქ ვინც ვზივართ, ერთადერთი ფუნქციაა ის, რომ ეს ქვეყანა მოამზადოს შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს არჩევნები მოგვწონს, არ მოგვწონს, იქცა რეფერენდუმად. საბოლოო ჯამში, როგორც კი ამას გააკეთებს, ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება და იმ რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს, ვის ექნება ახალი ლეგიტიმაცია და ვის ექნება შესაძლებლობა, ამ ახალი ლეგიტიმაციით მართლა რაღაც რეფორმები გაატაროს ამ ქვეყანაში. “, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






