"მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესულ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, რომ ერთმანეთის სიძულვილზე აგებული რიტორიკა უნდა დასრულდეს. მან ასევე მიმართა მამუკა ხაზარაძეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მათი ერთობლივი მუშაობა ქვეყნისთვის საკეთილდღეო აღმოჩნდება:
„ძალიან რთული დრო გამოვიარეთ ყველამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით ჯერ ჩვენ და შემდეგ მათაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვისთვის აქ ყოფნა არის გადამწყვეტი. ჩემი თხოვნა არის ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც განსაკუთრებით ჩვენ, ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთის მიმართ, დავასრულოთ ერთმანეთის ეს ზიზღზე აგებული რიტორიკა იმიტომ, რომ ბევრი მაგალითი მივეცით ჩვენს მოქალაქეებს როგორ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ ძალიან ცოტა მაგალითი მივეცით როგორ შეიძლება პატივს ვცემდეთ ერთმანეთის აზრს. ბოლოს როდესაც „ლელოს“ ოფისში ვიყავით და როდესაც გაიყარა ჩვენი გზები და რაღაცნაირად მოხდა ჩვენი ოპოზიციიდან გარიცხვა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დარბაზში ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აქ მოგვიწევდა ერთად ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილების მიღება. მე მინდა მამუკა ხაზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და იქნება ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






