ასეთი ქმედითი პარლამენტი ჯერ არ გვყოლია - კახა კუჭავა
პოლიტიკა - 14:13, 27 Apr, 2021     827

პარლამენტის უკვე არჩეული თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტი დღეს ყველაზე ქმედითია არა მხოლოდ წარმომადგენლობით, არამედ იმ ბერკეტებით, რომლებიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული:

"დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ქმედითი პარლამენტი არ გვყოლია არასდროს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ წარმომადგენლობას, ეს არის ის ბერკეტები, რომლებიც ჩვენ ხელში გვაქვს რეგლამენტით გათვალისწინებული არამხოლოდ საკანონმდებლო, არამედ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების კუთხით. მე ვთვლი, რომ ამ მიმართულებით არასდროს არ უნდა გავჩერდეთ და კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო, ინოვაციური მექანიზმი დავნერგეთ წინა პარლამენტში.

ჩვენ ვიწყებთ ახლა ეტაპს საპარლამენტო ცხოვრების და აუცილებელია საზოგადოების ნდობა პარლამენტის საქმიანობის მიმართ გავზარდოთ, ისე, როგორც ამას იმსახურებს ეს პარლამენტი. მე ვისურვებ, რომ მალე ვიხილოთ ჩვენ სავსე დარბაზი, საინტერესო დებატები, ჯანსაღი კრიტიკა, ოპონირება, რაც ყველაზე მთავარია ის კონკრეტული შედეგები, რომელიც მისცემს ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ იმედს და რწმენისა, რომ ჩვენ ნამდვილად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა და ვიქნებით სამაგალითო არა მხოლოდ რეგიონში," - განაცხადა კუჭავამ.

დღევანდელ სხდომაზე კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით აირჩიეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42