დარბაზიდან მინდა მივესალმო ნიკა მელიას და გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში დავხურავთ პოლიტიკური დევნის თემას - სამადაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში
პოლიტიკა - 13:56, 27 Apr, 2021     975

პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლის დროს კრიზისი დასრულებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკური დევნის თემები ამოიწურება. ის დარბაზიდან მიესალმა პოლიტპატიმრებს გიორგი რურუასა და ნიკა მელიას:

„ჩვენი დღეს აქ ამ დარბაზში ყოფნა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შედეგად შევიდა, რომ ჯებირები შეექმნა დემოკრატიული პროცესისთვის და როგორც სენატორმა შაჰინმა გითხრათ აშშ-ს სენატში, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაეტარებინა არჩევნები, ეს კრიზისი არ არის დასრულებული. ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ მე დღეს აქ, ამ დარბაზიდან პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთი შეთხანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი პოლარიზაციის დასრულების, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის საბოლოოდ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალა.

ვერასდროს, ვერავინ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვა. ვერც ამ პარლამენტის ისტორიიდან ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის დღე ამოიშლება, როცა ამ დარბაზში იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას მის დასაპატიმრებლად. ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. თუმცა, წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს. ამიტომ ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ფართო საზოგადოებრივი დიკუსია ამნისტიის კანონპროექტზე“, - განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა: „ამ ქვეყნის ისტორია სავსეა დაპირისპირებით, ტკივილით, მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებელი იყო ჩვენთვის რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსესუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი. დაგვეხურა ის თავი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის ერთი უბრალო პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაც დაკარგავს ყველაფერს, ან მიიღებს ყველაფერს“, - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42