ეს პროექტი შენდება საქართველოსა და ქართველებისთვის და ის ვერ აშენდება ქართველების წინააღმდეგ - თურქეთის ელჩი "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე
პოლიტიკა - 13:54, 27 Apr, 2021     1320

თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დიპლომატი აღნიშნავს, რომ მიესალმება ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას, რომელიც პროცესის გამჭვირვალეობას უწყობს ხელს:

"ეს პროექტი შენდება საქართველოსა და ქართველებისთვის და ის ვერ აშენდება ქართველების წინააღმდეგ. მივესალმები, რომ მთავრობა მუშაობს ნდობის აღდგენაზე და დიალოგი აქვს ადამიანებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიდროელექტროსადგურების და განსაკუთრებით ამ პროექტის (ნამახვანჰესის) მშენებლობას. მთავრობას, თურქულ-ნორვეგიულ კომპანია ენკასა და პროექტის მოწინააღმდეგეებს შორის უნდა შედგეს ცივილური დიალოგი. ვფიქრობ, ეს ცოტა დაგვიანებულია, თუმცა, პროცესი დაწყებულია, რაც კარგია. ყველაფერთან ერთად მოხარული ვარ, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც მიმართული იყო ჩემი ქვეყნის - თურქეთის წინააღმდეგ, თანდათანობით ქრება.

კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო არამხოლოდ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან, არამედ აქ უნდა ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც დღეს აქვთ კითხვები ამ პროექტზე, ბევრი წლის განმავლობაში, როცა პროექტის განვითარება ხდებოდა, ისინი არ აქტიურობდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიახ, იყო გარკვეული ჩავარდნა კომუნიკაციაში და მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვინმე კონკრეტულს დავადო ხელი, ან იმ ადამიანს, ან იმ ხელისუფლებას. მესმის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სხვა საზრუნავიც იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაწილი თარგმანში დაიკარგა"-აღნიშნავს ელჩი.

მისი თქმით, ნამახვანჰესის გარშემო განვითარებული მოვლენებმა გააჩინა კითხვები თურქ ინვესტორნებში, თუ რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება.

"ინვესტორები უკვე მისვამენ შეკითხვებს და მე ვარწმუნებ მათ, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარედან მოდის და რომ აქ არის მეგობრული გარემო თურქი ბიზნესმენების მიმართ. გულწრფელი რომ ვიყო, მინდა ყველას შეგახსენოთ 2008 წლის ომის დროსაც კი თურქ ბიზნესებს არ დაუტოვებიათ საქართველო და გააგრძელეს ქვეყანაში შემოსვლა ახალი პროექტებით. ისინი აგრძელებენ შემოსვლას, თუმცა ამას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. მე დღესაც ვხედავ ფეისბუქში ახალ გვერდებს, რომლებიც გიჟურ იდეებს, სპეკულაციებს ავრცელებენ. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არავინ აპირებს მოიპაროს რიონის წყალი თურქეთისთვის, ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა და საქართველოს ეკუთვნის. თურქული კომპანიები ინვესტიციებს დებენ ბალკანეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ისინი შეინარჩუნებენ კიდეც ინტერესს"-აცხადებს დიპლომატი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42