ოცნებიდან გახარიას გუნდში წასულმა პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხრიდან გახარიას გუნდის მიმართ ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით, მმართველი პარტიის ეს ფორმა არ მუშაობს და ის წარსულს უნდა ჩაბარდეს:
"მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ, არ მუშაობს.
მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






