ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ მალევე ისევ დავუბრუნდეთ ბოიკოტს, ჩვენ პარლამენტში მოვედით, რათა ქვეყანა ამოვიყვანოთ კრიზისიდან - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 12:38, 27 Apr, 2021     1364

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონზე მსჯელობა კიდევ ერთხელ მოხდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობა აქვს. უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში იმიტომ არ შევიდა ოპოზიცია, რომ შემდგომში ისევ ბოიკოტის რეჟიმს დაუბრუნდეს:

„ამის მექანიზმად ჩვენ გვაქვს წარმატება ადგილობრივ არჩევნებში. ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას ამ საქმეების მოგვარება სჭირდება. ახლა, რაც იქნება უმოკლესი და ყველაზე ეფექტური გზა, ჩვენ იმ ნაბიჯებს გადავდგამთ. მაგალითად, გიორგი რურუასთან დაკავშირებით ასეთი უმოკლესი გზა შეთანხმებულია პრეზიდენტის შეწყალება. ამიტომ მოვედით დღეს, გავივლით რეგისტრაციას, რათა ჩვენი მხრიდან ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ და ამით ნაბიჯი წინ გადავდგათ. ამნისტიის საკითხებს რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა იქნება. გუშინ იყო სიახლე, როდესაც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ახლა ის თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვენენ თანახმა. ჩვენ ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა და ამ პროცესის კვალობაზე ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, ეს იქნება ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ აქ იმისათვის არ მოვედით, რომ მალევე ისევ დავუბრუნდეთ ბოიკოტს. მოვედით იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, კოლეგები დავარწმუნოთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42