მელიას განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ ამ შეთანხმებას... ის არ არის ხელმომწერი მხარე, რომ გვიკარნახოს პირობები - თალაკვაძე
პოლიტიკა - 12:32, 27 Apr, 2021     997

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მიმართვა შეთანხმების დესტრუქციის მცდელობაა. თალაკვაძს შეფასებით, გირაოს გადახდით მელია დატოვებს საპატიმროს, თუმცა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება არ შეწყდება, ამნისტიის კანონით კი ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. თალაკვაძის განმარტებით, ნიკა მელია არ არის დოკუმენტზე ხელმომწერი პირი და მხარეებს ვერაფერს უკარნახებს:

„რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, ვფიქრობ, ეს არის უფრო სპეკულაციური კომენტარები, ვიდრე იურისტების კომენტარები, თუმცა ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარი. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში, სიმართლე გახლავთ შემდეგი, რომ გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია, ის დატოვებს დროებითი დაკავების დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს საბოლოოდ, რომ გირაოს გადახდა უზრუნველყოფს თავისუფლებაზე ყოფნას, ვინაიდან სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტლება ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს და ჩადეს შეთანხების დოკუმენტში ამნისტიის პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად, ამიტომ ნიკა მელიას განცხადება, ვფიქრობ, უფრო მიმართულია იქითკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ ამ შეთანხმებას და როგორმე დააბნიონ საზოგადოება. თუ ისინი ამნისტიას არ ეთანხმებიან, აქ არის მთელი ხელმომწერი ოპოზიცია, დღეს შეუძლია გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ძალიან დიდი პასუხისმგბელობა და პარტია, რომელიც გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, რომ ამაში პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის. ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები, თუ მას სურდა მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, ეს შეეძლო. მათ ეს არ გააკეთეს, ახლა გარედან პირობების კარნახი, არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი, რომ არაფერი ვთქვათ „ქართულ ოცნებაზე“ - განაცხადა თალაკვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42