მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის დარბაზში, ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე - თალაკვაძის პირველი განცხადება გადადგომის შემდეგ
პოლიტიკა - 12:07, 27 Apr, 2021     935

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პოსტის დატოვების შემდეგ პლენარული სხდომის დაწყებამდე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შემდგ მისი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის, რომ დარბაზი ძალიან ძლიერი პოზიციებით იყოს წარმოდგენილი:

„მე ვთვლიდი, რომ შეთანხმების დასრულებისთანავე საჭირო იქნებოდა ჩემი ამ პოსტიდან წასვლა. დღეს, როცა პარლამენტში გვყავს კონკურენტული ოპოზიცია, მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის დარბაზში, ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე. საჭიროა გუნდის გაძლიერება, საჭიროა, ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას, თუ რას ნიშნავს რეალური დემოკრატია და რას ნიშნავს ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ ამ პარლამენტში გავაკეთეთ. სხვათაშორის, მაშინაც, ოპოზიციამ თავის თავზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, გადავიდა ბოიკოტის რეჟიმზე და ამ რეფორმების გაკეთება ჩვენ მოგვიწია. ყველა ხედავთ, რომ ჩვენ მიერ გადატარებული დემოკრატიული რეფორმებით გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც არაერთ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ საკუთარი ხედვები, საკუთარი პროექტები წარმოადგინონ, იკამათონ, შევიდნენ დებატებში, ჩვენც სწორედ ეს გვსურდა და სწორედ, ამიტომ ვმონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში.

მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“და ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ინტერესით, დღეს ყველა ხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალურ კალაპოტშია. ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღეთ, რა თქმა უნდა, სჯობს პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მხარე არ იყო, ვინაიდან, მე, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი დებატები, განხილვები და დისკუსიაში შესვლა ხელმომწერ ოპოზიციასთან, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენდით პარტიას ამ მოლაპარაკებებში. პირველმა ნაბიჯებმა უკვე აჩვენა, რომ ამ შეთანხმებას წინ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაო დასჭირდება, ამ პროცესში „ქართული ოცნების“ და ჩვენი გუნდის ინტერესებში შედის, რომ ჩვენი უმრავლესობა, დარბაზი იყოს ძალიან ძლიერი პოზიციებით წარმოდგენილი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვს აღტკინება და სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, მესმის, რომ ამ ოპონენტებს არ სჯერათ, შეიძლება თუ არა მიიღოს ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთი გადაწყვეტილებები, მაგრამ შეგახსენებთ, რომ არაერთხელ მითქვამს - თანამდებობა, სავარძელი არ არის „ქართული ოცნების“ გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, ჩვენი პოზიციები, ჩვენი თანამდებობები წინსვლისთვის, პროგრესისთვის გამოვიყენოთ“, - განაცახდა თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42