ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ეს კრიზისი არ არის დასრულებული ვაშაძე
პოლიტიკა - 11:53, 27 Apr, 2021     833

ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი დღეს პირველად მივიდა პარლამენტში, თუმცა, მათ შენობაში შესვლა აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

ოპოზიციის ერთობლივი განცხადებისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური კრიზისის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის შესვლა პარლამენტში ვითარების გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, კრიზისი მაშინ აღმოიფხვრება საბოლოოდ, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან და პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს:

„ჩემი აზრით, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როცა ყველა ეს კანონი, რაც მისაღებია, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული კანონი, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფენდუმით საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. ამ რეფერენდუმზე თითოეული მოქალაქე მოვა და ის საკუთარი ხმით გადაწყვეტს, მას უნდა ახალი თაობის განვითარება ქვეყანაში თუ იმ ჭაობში ყოფნა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რაც მთავარია, წინ უზარმაზარი რთული დღეები გველის, ბრძოლა საპარლამენტო დისკუსიების დროს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ აქ წარმოდგენილი ადამიანები, ჩვენ ყველანი მზად ვართ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და რაც მთავარია ქართველი ხალხის სრული მხარდაჭრით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმებაში. მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს,“- განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42